Friday, January 25, 2013



საღამო, გატარებული რაჭველი გლეხის ოჯახში

მთები, აზვინულნი ვით დევ-ქაჯები,
ეზოში ბოჩოლა ფიფქივით ფარფატა,
ბუხართან ლორი, კეცზე მჭადები,
მარანი გლეხური, ღვინო კამკამა.

ვაჟკაცი დაძარღვული, ხელგაშლით დამხვდური,
თვალები არწივის, სულ სხვა შემართების,
ხელები ჯიუტი, ცხვირი ქართული
და ტაბლა - დედისძუძუშესარგები.

დიასახლისი - ჩუმი და მშვიდი,
ჯალაბი - ზრდილი და მოსაწონი,
დილით მორთმეული "კამპოტი" შინდის,
თბილი ხაჭაპური და მაწონი.

გამომშვიდობება - სულ ოქროს ზოდები,
გზა - მწუხარება და სასჯელი...
თოვლით დაკემსილი ჭალები, კორდები
და ისევ ფიქრები თვალსველნი.

No comments:

Post a Comment