ამონარიდი ხელნაწერიდან - H-1944 (გურული იგავარაკები)
 
 "რაჭველები სანადიროთ წევიდენ. ერ ტყეში დათვის უმანო ნახეს. 
დალაპარიკტენ, რაფერ მოვკლათ დათვიო?..ერთი გოლიათი იყო და შეზრა უმანოში: 
"ან მოვკლავ, ან გარეთ გამუაგდეფო." დანარჩენები გარეთ უცთიენ. გეიარა კაი 
ხანი - კაცი არ ჩანა. ერთმა შეყო თავი შით, მოკიდა ფეღზე ხელი და 
გამუათრია. ნახენ-თავი არ აბია. კითხენ: "რუ უყავიო?" აფერ 
ჩივა...დალაპარიკტენ ერთმანეტში: "ამ კაცს დილიდან ება თავი თუ არაო?" 
კარქა ვერ დარწმუნდენ. წეიღენ შინ უთავო აფხანაგი და მის ცოლს კითხენ: "ამ 
კაცს დილას ქონდა თავი თუ არაო?".. ქალმა უთხრა: "სავარცხალს კი ეძებდა 
დილას და თავი თვარ ქონდა, რათ უნდოდაო?" :)))  
 
No comments:
Post a Comment