Friday, December 21, 2012

რაჭველებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ მდინარე რიონის ზემო წელზე, ამბროლაურისა და ონის რაიონებში. რაჭის გარდა მათი კომპაქტური დასახლებებია ქვემო ქართლშიც - თეთრი წყაროსა და ბოლნისის რაიონებში. წარსულში ცნობილი იყვნენ როგორც განთქმული მშენებლები და ხაბაზები.რაჭველებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. საუბრობენ ქართული ენის რაჭულ დიალექტზე. ანთროპოლოგიურად (ქვემო) რაჭველები დასავლურ ქართულ ტიპს განეკუთვნებიან , რომელიც შავი ზღვის პირის ქართველებისგან ოდნავ ფართო სახით, შედარებით მსხვილი აღნაგობით გამოირჩევიან. ქვემო რაჭველები ხასიათდებიან საშუალოზე მაღალი აღნაგობით, ღია ფერის (ქერა, ძალიან ღია წაბლისფერი) თმითა და ღია და საშუალოზე ღია ფერის თვალებით (ცისფერიდან მუქ თაფლისფრამდე) ზემო რაჭველები განეკუთვნებიან კავკასიონის ქართულ ტიპს და გამოირჩევიან მკვეთრი ბრაქიკეფალიით, შედარებით დიდი ზომის თავით, მაღალი და ფართო ცხვირით, თხელი ტუჩებით, საშუალო შეფერილობის (მუქი ქერა, ღია წაბლისფერი) თმით და საშუალოზე ღია ფერის (ცისფერი, ლურჯი, მწვანე, მუქი მწვანე, თაფლისფერი) თვალებით.
ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ასე ახასიათებს: კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხარნი, მომხუეჭნი და ძვირნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივნე, რბილნი.
ვიკიციტატა
„... რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია. აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს; ქალებიც მონაწილეობას იღებენ ყველა შრომაში... არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამ გვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაჭაში. თვით მათი აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეჭიანნი და ძარღვიანნი არიან. იმათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან, მხოლოდ ზოგს მათგანს ხშირად ზურგზე დააქვს ცხვრის გუდა ან ხბოს ტყავის ხალთა, რის გამოც ვაკელები (ქვემო იმერლები) რაჭველებს დასცინიან... რაჭველები მძიმე ხალხია, იმათ აკლიათ თავისი საკუთრების ღირსების გრძნობა, თავიანთი თავის იმედი, რომელიც ძვირფასი რამ არის ხალხისათვის. არ არის საქები ის კვეხნა და ტრაბახი, რომელიც ზოგიერთმა კახელებმა და იმერლებმა იციან; მეორეს მხრით, არც თავის დამცირება და თავისი პატივის მოკლება ვარგა, როგორც რაჭველებს სჩვევიათ. ერთს გურულს გლეხსა ჰკითხეს: "აზნაური ხარ, თუ ყაზახიო (იმერეთში გლეხებს ყაზახს ეძახიან) და იმან თავმომწონედ უპასუხა: "კაი კი ვარ, კილავ, და რას ჩივი შენ, აზნაური ვარ, თუ არაო”. ამ გვარს პასუხს ვერასოდეს ვერ გაიგონებდი რაჭველი გლეხისაგან წინათ.“ფაილი:რაჭველები.gif

No comments:

Post a Comment