Wednesday, December 19, 2012

ფოტო: დედმამიშვილების სადღეგრძელო რაჭულად !

***

მახსოვს ბაბუს სადღეგრძელო
ხრიკით სვამდა, თხილისგულად,
დედმამიშვილთ რომ ლოცავდა,
ამბის ყოლით, თაიგულად:

ერასტი და რაჟიკუნა
სანადიროდ წავიდნენ,
დათვი ჰყავდათ განზრახული,
ხიხამთაზე ავიდნენ,
ბევრი ბოდიალის შემდეგ
სულ სიღრმეში შევიდნენ.

საღამომაც გადიარა,
ღამე დახვდათ წვნიანი,
ციდან თითქოს ტალღამ თქეშა,
მთამ დაიწყო ჭრიალი,
ღელემ ცოფით მოიდიდა,
მოაქვს ხავსი კლდიანი,
კლდესთან ერთად ტყესაც ედო
მღვრიეა და ხიანი.

თითქოს წარღვნა იწყებოდა,
ზეცამ იწყო ღრიალი,
ბინადარი ტყისა აფრთხო
ფრთიანი და რქიანი,
არც ბუნაგი დათვის ინდო
და არც მელა მგლიანი.

შეეფარნენ სადღაც, რაცხას
ერასტი და რაჟიკუნა,
სწრაფად ცეცხლი აგიზგიზეს,
ქვე ვის ახსოვს დათვიკუნა,
თან საგზალი გადაფინეს:
ლორი ,ყველი, მჭადიკუნა,
ორნახადიც წამოეღოთ,
დალოცვილი ჭაჭიკუნა.

მიაფიცხეს მეზობლებმა
ცეცხლს სევდა და დარდიკუნა,
გასაშრობად გადაკიდეს
ნაბადი და შარვლიკუნა,
აქეთ–იქით ლეწდა ქარი,
არ ინდობდა სახლიკუნას,
არც ცხოველებს, არც ფრინველებს,
არსად არ სჩანს დარიკუნა.

ყველას უცებ თვალში მოხვდა
სამშვიდობო გაღმიკუნა,
რომ შრებოდნენ ცეცხლთან ორნი–
ერასტი და რაჟიკუნა.

რა გზა იყო, რას იზავდნენ,
წარღვნა იყო მწარიკუნა,
მიაშურეს კოცონისკენ,
დაამარცხეს დარდიკუნა,
თითქოს ყველა ღვიძლი იყო,
ერთად ლახეს ჭირიკუნა,
შემოუსხდა სუფრას ყველა,
გააჩაღეს ლხინიკუნა.

ნადირთმტერი, კაცთა მოდგმა
ამბავს შეხვდა რაინდულად,
უმასპინძლა მათ სამსხვერპლოს,
ვაჟას ქუდი დაიხურა.

როცა შეთვრნენ მეგობრები
გულმა დარდი გაისტუმრა,
დათვს მიმართეს თხოვნა–რიდით,
რომ მას ეთქვა საიდუმლა:
დათვო! ნუთუ მართლს ბჭობენ– 
ძლიერი გაქვს თათიკუნა,
რომ შიშს ვერ გრძნობ, ვერ გაშინებს
თითქმის ყველა ჯიშიკუნა.

დათვმა დინჯად გაიღიმა,
ეშვით ჰქონდა პირიკუნა
და პასუხიც არ აყოვნა,
პასუხს ჰქონდა ხიბლუკუნა:
ჩემო ერასტ! თან მტერუკავ,
მონადირევ რაჟიკუნა!
მეც ხომ ღმერთის ნაშობი ვარ
და მეც მიყვარს თავიკუნა,
რა თქმა უნდა, შიშს მეცა ვგრძნობ,
მებრალება ტყავიკუნა,
მაგრამ არ ვფრთხი ლაჩარივით,
ღონეც მაქვს და ჯანიკუნაც,
მხოლოდ ერთი რამე მაფრთხობს–
ორ ძმას შევხვდე–ძამიკუნას
და თუ გინდა შემახვედრე 
ტყეში ქვისლთა ჯარიკუნა....

ქვისლს არ ვერჩი, ვაჟკაცი მყავს
სანაქებო შალიკუნა,
მაგრამ ეხლა ვადღეგრძელებ,
დედმამიშვილთ–
დაიკოს და ძამიკუნას!

ზაზა ნეფარიძე (ლექსად ნაფიქრალი)დედმამიშვილების სადღეგრძელო რაჭულად !

***

მახსოვს ბაბუს სადღეგრძელო
ხრიკით სვამდა, თხილისგულად,
დედმამიშვილთ რომ ლოცავდა,
ამბის ყოლით, თაიგულად:

ერასტი და რაჟიკუნა
სანადიროდ წავიდნენ,
დათვი ჰყავდათ განზრახული,
ხიხამთაზე ავიდნენ,
ბევრი ბოდიალის შემდეგ
სულ სიღრმეში შევიდნენ.

საღამომაც გადიარა,
ღამე დახვდათ წვნიანი,
ციდან თითქოს ტალღამ თქეშა,
მთამ დაიწყო ჭრიალი,
ღელემ ცოფით მოიდიდა,
მოაქვს ხავსი კლდიანი,
კლდესთან ერთად ტყესაც ედო
მღვრიეა და ხიანი.

თითქოს წარღვნა იწყებოდა,
ზეცამ იწყო ღრიალი,
ბინადარი ტყისა აფრთხო
ფრთიანი და რქიანი,
არც ბუნაგი დათვის ინდო
და არც მელა მგლიანი.

შეეფარნენ სადღაც, რაცხას
ერასტი და რაჟიკუნა,
სწრაფად ცეცხლი აგიზგიზეს,
ქვე ვის ახსოვს დათვიკუნა,
თან საგზალი გადაფინეს:
ლორი ,ყველი, მჭადიკუნა,
ორნახადიც წამოეღოთ,
დალოცვილი ჭაჭიკუნა.

მიაფიცხეს მეზობლებმა
ცეცხლს სევდა და დარდიკუნა,
გასაშრობად გადაკიდეს
ნაბადი და შარვლიკუნა,
აქეთ–იქით ლეწდა ქარი,
არ ინდობდა სახლიკუნას,
არც ცხოველებს, არც ფრინველებს,
არსად არ სჩანს დარიკუნა.

ყველას უცებ თვალში მოხვდა
სამშვიდობო გაღმიკუნა,
რომ შრებოდნენ ცეცხლთან ორნი–
ერასტი და რაჟიკუნა.

რა გზა იყო, რას იზავდნენ,
წარღვნა იყო მწარიკუნა,
მიაშურეს კოცონისკენ,
დაამარცხეს დარდიკუნა,
თითქოს ყველა ღვიძლი იყო,
ერთად ლახეს ჭირიკუნა,
შემოუსხდა სუფრას ყველა,
გააჩაღეს ლხინიკუნა.

ნადირთმტერი, კაცთა მოდგმა
ამბავს შეხვდა რაინდულად,
უმასპინძლა მათ სამსხვერპლოს,
ვაჟას ქუდი დაიხურა.

როცა შეთვრნენ მეგობრები
გულმა დარდი გაისტუმრა,
დათვს მიმართეს თხოვნა–რიდით,
რომ მას ეთქვა საიდუმლა:
დათვო! ნუთუ მართლს ბჭობენ–
ძლიერი გაქვს თათიკუნა,
რომ შიშს ვერ გრძნობ, ვერ გაშინებს
თითქმის ყველა ჯიშიკუნა.

დათვმა დინჯად გაიღიმა,
ეშვით ჰქონდა პირიკუნა
და პასუხიც არ აყოვნა,
პასუხს ჰქონდა ხიბლუკუნა:
ჩემო ერასტ! თან მტერუკავ,
მონადირევ რაჟიკუნა!
მეც ხომ ღმერთის ნაშობი ვარ
და მეც მიყვარს თავიკუნა,
რა თქმა უნდა, შიშს მეცა ვგრძნობ,
მებრალება ტყავიკუნა,
მაგრამ არ ვფრთხი ლაჩარივით,
ღონეც მაქვს და ჯანიკუნაც,
მხოლოდ ერთი რამე მაფრთხობს–
ორ ძმას შევხვდე–ძამიკუნას
და თუ გინდა შემახვედრე
ტყეში ქვისლთა ჯარიკუნა....

ქვისლს არ ვერჩი, ვაჟკაცი მყავს
სანაქებო შალიკუნა,
მაგრამ ეხლა ვადღეგრძელებ,
დედმამიშვილთ–
დაიკოს და ძამიკუნას!

ზაზა ნეფარიძე (ლექსად ნაფიქრალი)

No comments:

Post a Comment