ბუბა
— მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის
უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით. სიმაღლე 4419 მ. აგებულია პალეოზოური
კრისტალური ქანებით. უმთავრესად გრანიტოიდებით. აქვს კლდოვანი და
მყინვარული რელიეფი. ბუბის სამხრეთ კალთაზეა მყინვარები: ბუბა, თბილისა და
სხვა, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ბუბისწყლის (ჭანჭახის მარჯვენა
შენაკადი) მრავალი შენაკადი. ბუბის ქვემო კალთები შემოსილია ალპური
მდელოებით. —
No comments:
Post a Comment