
ბუბა — მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით. სიმაღლე 4419 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით. უმთავრესად გრანიტოიდებით. აქვს კლდოვანი და მყინვარული რელიეფი. ბუბის სამხრეთ კალთაზეა მყინვარები: ბუბა, თბილისა და სხვა, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე ბუბისწყლის (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) მრავალი შენაკადი. ბუბის ქვემო კალთები შემოსილია ალპური მდელოებით. —
No comments:
Post a Comment