Friday, December 21, 2012


რაჭული ტრადიციები

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, მოძიებული მასალებით გაიცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ტრადიციები, ძირითადად, ფშავის, ხევსურეთის, გურიის, კახეთის. მათთვის საინტერესო გახდა საკუთარი კუთხის ტრადიციების უფრო ღრმად შესწავლა. მიზნის მისაღწევად უნდა  მოიარონ სხვადასხვა სოფლები, მოიძიონ ინფორმაცია: სოფლის გეოგრაფიული აღწერა, მოსახლეობა, ღირშესანიშნაობა, დღესასწაულები, სუფრა, ფოლკლორის ნიმუშები, რიტუალები... გაუზიარებენ ერთმანეთს მოძიებულ მასალებს, შეკრებენ და შეაჯამებენ, შეადარებენ სხვა კუთხეთა ტრადიციებს: რა აქვთ საერთო, რა განსხვავებული და რატომ?        
მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
მშვნელობა და აქტუალობა, პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: იმუშავებენ ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფებად, ჩაიწერენ ინტერვიუებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს, მოიძიებენ და შეაგროვებენ ფოტო მასალას, გააკეთებენ ჩანახატებს.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გაუძლიერდებათ ინტერესი და სიყვარული საკუთარი და საქართველოს ყველა კუთხის მიმართ, განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, პრობლემების გადაჭრის და მეცნიერული კვლევის უნარები, ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, დამოუკიდებლად მუშაობას, ურთიერთობას სხვადასხვა ასაკის ხალხთან.                                                         რაჭული სახლი
სოფელი

No comments:

Post a Comment